Thumbnail

'ახლა ხედავთ, როგორი დიდია კამარუ' - ნგანუმ ჩიმაევის და ბარნსის ბრძოლა შეაფასა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს, ჯექსონვილში UFC-ის ნახევრად-საშუალო წონითი დივიზიონის რანგით მეორე მებრძოლი - გილბერტ ბარნსი წარმოშობით ჩეჩენ შვედს - ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდა და 3-რაუნდიანი, თითქმის თანაბარი ბრძოლა ჩიმაევის გამარჯვებით დასრულდა.

UFC-ში ჩატარებული 4 ბრძოლის შემდეგ, ბრაზილიელთან დაპირისპირება ჩიმაევისთვის ყველაზე დიდი ტესტი აღმოჩნდა. სტოკჰოლმის სახელით მოასპარეზე მებრძოლმა, პირველი რაუნდი მოიგო, მეორე დათმო და მსაჯების გადაწყვეტილებით მესამეც მას დარჩა.

ჩიმაევმა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

ბრძოლის შემდეგ, ამ დივიზიონის ჩემპიონის - კამარუ უსმანის თანამემამულემ, ფრენსის ნგანუმ (ასევე UFC-ის ჩემპიონი) ნიგერიელის დონეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომელმაც მისი ყოფილი მეგობარი - ბარნსი 2021 წლის თებერვალში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

"ეს (ჩიმაევის და ბარნსის ბრძოლის ხასიათი) კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას თუ რაოდენ დიდია კამარუ..." - წერს ნგანუ. "თუ გახსოვთ მისის და ბარნსის ბრძოლა, მაშინ მიხვდებით რასაც ვამბობ."

 

კომენტარები

ბოლო ამბები