Thumbnail

ლეკლერმა ავსტრალიის გრანპრი მოიგო და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს

  • მონაკოელმა პილოტმა ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო
  • შარლი პილოტთა, ფერარი კი კონსტრუქტორთა ჩათვლის სათავეში არის

ფერარის მონაკოელმა პილოტმა შარლ ლეკლერმა დამაჯერებლად მოიგო და მრბოლელთა საერთო ჩათვლას 34-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. 

ავსტრალიაში შარლი რბოლის უპირობო ლიდერი იყო და გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ფერარის პილოტს მეორე ადგილზე გასული სერხიო პერესი (რედ ბული) 20,5 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი მერსედესის გუნდის წევრმა ჯორჯ რასელმა დაიკავა. ფორმულა 1-ის 7-გზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მეოთხე იყო, მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი კი რბოლას გამოეთიშა. 

3 რბოლის შემდეგ პილოტთა საერთო ჩათვლას შარლ ლეკლერი 71 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე 37 ქულით ჯორჯ რასელი გახლავთ, მესამე პოზიციაზე კი ფერარის მეორე პილოტი კარლოს საინსი არის. ლუის ჰემილტონს 28 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს. ფერსტაპენი ჰემილტონს 3 ქულითა და ერთი პოზიციით ჩამორჩება. 

კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში პირველ ადგილზე 104 ქულით ფერარია, მეორე მყოფ მერსედესს 65 ქულა აქვს, ხოლო სამეზე 55 ქულით რედ ბული გახლავთ. 

მომდევნო რბოლა კი უკვე ევროპაში გაიმართება. 24 აპრილს იტალია ემილია რომანიას გრანპრის უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები