Thumbnail

ფორმულა 1 | ფერსტაპენი განრისხებულია, რედ ბულის იმედი 14 დღეა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაქს ფერსტაპენმა 3 რბოლიდან 2 ვერ დაასრულა
  • რედ ბულმა ბოლიდი სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესოს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მაქს ფერსტაპენი რბოლის შემდეგ განრისხებული იყო და ამის მიზეზიც ჰქონდა: მსოფლიოს ჩემპიონმა ახალი სეზონის პირველი სამი რბოლიდან ორი ვერ დაასრულა.

ნიდერლანდელი კიდევ იმის გამოა გაბრაზებული, რომ თვითონ მოქმედი ჩემპიონია, ახლა კი ყველა ფერარიზე და შარლ ლეკლერზე საუბრობს, რომელმაც ავსტრალიის გრანპრი დამაჯერებლად მოიგო. არცერთი სხვა გუნდი არ არის ისე სტაბილური, როგორც “სკუდერია”. 24 წლის ლეკლერის მონაგარი ასეთია: 3 რბოლაში 2 პირველი და ერთიც მეორე ადგილი. ლეკლერი ცხრილს 71 ქულით ლიდერობს და მეორეზე მყოფ ჯორჯ რასელს 34 ქულით უსწრებს.

“ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა, მაგრამ პირველ ადგილზე ყოფნა და თან ასეთი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა,” - განაცხადა ლეკლერმა.

ფერსტაპენმა 3-დან 2 რბოლა ვერ დაასრულა

ლეკლერის გარდა, ფერსტაპენს ხასიათს თავისი ბოლიდიც უფუჭებს. ჩემპიონის ბოლიდი ახალ სეზონში წარმოუდგენლად არასტაბილურია. გუნდის შეფი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ რედ ბულს ახლა ძალიან რთული პერიოდი ელის. თავად ფერსტაპენი კი, რომელიც 3 რბოლის შემდეგ 25 ქულით მე-6 ადგილზეა, აცხადებს: “ამ მომენტში არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ტიტულის შენარჩუნების გვჯეროდეს. თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა, ფერარიზე წინ უნდა ვიყოთ. ახლა კი პირიქითაა, ისინი ბევრ რამეში გვჯობნიან.”

რედ ბულის და ფერსტაპენის იმედი ახლა ის არის, რომ მომდევნო რბოლამდე დიდი დროა. მეოთხე გრანპრი იტალიაში (იმოლა), 24 აპრილს გაიმართება და რედ ბულს აქვს იმის დრო, რომ ბოლიდის გაუმჯობესებაზე იზრუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები