Thumbnail
  • ნიდერლანდები 1:1 საქართველო
  • გოლები: 0:1 ქურდაძე (26), 1:1 მელაჰი (32)

ნიდერლანდებში მყოფმა საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მასპინძლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და პირველი თამაშის მსგავსად, 1:1 ითამაშა.

წინა შეხვედრის მსგავსად, ანგარიშში დაწინაურება ისევ ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს. 26-ე წუთზე გოლის გატანა გიორგი ქურდაძემ მოახერხა, გათანაბრება კი ფაისალ მელაჰმა შესძლო.

ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილი გუნდი თამაშზე ამ სასტარტო ხუთეულით გავიდა: ბუკია, თოფურია, კეკელია, სებისკვერაძე, კურტანიძე. შეცვლაზე ითამაშეს ჯამბურიამ, ჩიმაკაძემ, ტყეშელაშვილმა, ბინიომ, ფუმასამ, ქურდაძემ, გიორგაიამ, თოდუამა და ჯვარაშვილმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს, მეტოქეთა ვინაობა და მატჩების კალენდარი კი 6 ივლისს დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები