Thumbnail
  • პოპულარულმა გამოცემამ 7 ბრძოლა დაასახელა, რომელიც UFC 273-ის შემდეგ უნდა ვნახოთ
  • მერაბი, შესაძლოა, პიოტრ იანს კორი სანდჰაგენთან ბრძოლის შემდეგ შეხვდეს

ამერიკული გამოცემა Bleacher Report 10 აპრილს გამართული UFC 273 ღონისძიების შედეგებიდან გამომდინარე 7 ბრძოლას ასახელებს, რომლებიც მომავალში უნდა ვიხილოთ. შვიდეულიდან ერთ-ერთ დაპირისპირებად პოპულარული ვებ-გვერდი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პოტენციურ დუელს მოიხსენიებს.

როგორც იცით, პიოტრმა ალჯამაინ სტერლინგთან რემატჩი წააგო და საჩემპიონო ბრძოლას, ალბათ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ მიიღებს. ამ პერიოდში პიოტრს მინიმუმ ორი ჩხუბის მოგება დასჭირდება. მერაბი კი დივიზიონის მე-6 ნომერი გახლავთ და სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტი 1 მოგების შემდეგ გახდება. 

…რუსის მომავალზე: პიოტრ იანმა 'ალჯოსთან' ბრძოლაში სუპერმსუბუქი წონის ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ახლო ჩხუბი გამოვიდა, ცოტაა შანსი, რეიტინგში რამდენიმე ადგილი დაკარგოს.

…ბრძოლის გამართვის მიზანშეწონილობაზე: უკვე დღეიდან, იმედი გვაქვს, რომ კრივის რუსი ექსპერტი ბრძოლას ქართველ მერაბ დვალიშვილთან გამართავს. დვალიშვილს UFC-ში 7 მოგებისგან შემდგარი სერია აქვს და ისეთი მებრძოლები დაამარცხა, როგორებიც ჯონ დოჯსონი, კოდი სტამანი და მარლონ მორაესი არიან. ამასთანავე, მერაბი ალჯამაინ სტერლინგის მთავარი სპარინგ-პარტნიორია და ბოლო წლებში პიოტრ იანთან უშუალო სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე ჰქონდა, ბოლოს ასეთი შემთხვევა UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე მოხდა.

…ჩხუბის მიზნებზე: ეს ბრძოლა იანს 'ალჯოსთან' კიდევ ერთი მატჩის მიღების შანსს მისცემს, ხოლო დვალიშვილს წონის ქამრის პრეტენდენტად აქცევს. ამას გარდა, თავად ჩხუბი ძალიან საინტერესო იქნება. 

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მერაბ დვალიშვილმა თავისივე იუთუბ გვერდის ლაივ ვიდეოში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მომავალ ჩხუბს სუპერმსუბუქი წონის მეოთხეადგილოსან ამერიკელ კორი სანდჰაგენთან გამართავს. ალბათ, ამერიკელის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილის დღის წესრიგში პიოტრთან ბრძოლა დადგება. 

კომენტარები

ბოლო ამბები