Thumbnail

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ”ოთხთა ფინალში” თამაშის უფლება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ამ წარმატებას თურქულ თოფაშთან დაპირისპირებაში მიაღწია, რომელსაც სერია 2:0 მოუგო.

საინტერესოა, რომ ტენერიფელებმა საშინაო მატჩში 1 ქულის სხვაობით (78:77) იმარჯვეს და მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა თურქეთშიც – 73:74. გადამწყვეტი ორქულიანი ბოლო წამზე ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა ჩააგდო.

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ გასვლით მატჩშიც 1 ქულით იმარჯვა

რაც შეეხება შერმადინს, მან ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25:56 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 1 შეცდომა ჰქონდა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა, რაც გუნდში მე-2 მაჩვენებელი იყო აარონ დორნეკამპის (12 ქულა, 9 მოხსნა) შემდეგ.

“ოთხთა ფინალი” 6-8 მაისს ბილბაოში გაიმართება და უკვე ცნობილია, რომ ლენოვო ტენერიფეს მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ჰაპოელ ჰოლონი იქნება. ფინალის მე-2 საგზურისთვის კიდევ ერთი ესპანური კლუბი მანრესა რუმინულ კლუჟსა და გერმანულ ლუდვიგსბურგს შორის უმჯობესს შეხვდება.

📺 თოფაში V ტენერიფე

კომენტარები

ბოლო ამბები