Thumbnail

შეთავაზება პირლოს - პორტუგალიაში იტალიელის დასტურს ელიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაგა ევროპალიგიდან გამოვარდა და ჩემპიონატში მხოლოდ მე-4 ადგილზეა
  • კლუბს კარლოს კარვალალის შემცვლელად ანდრეა პირლოს დანიშვნა სურს

საფეხბურთო კლუბ ბრაგას პრეზიდენტი, ანტონიო სალვადორი სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლოს კარვალალის გაშვებას გეგმავს. ბრაგა ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპიდან რეინჯერსმა გამოაგდო, ხოლო პორტუგალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ტურით ადრე 9 ქულით ჩამორჩება.

კლუბის პრეზიდენტმა კარვალალის შემცვლელი უკვე შეარჩია, მას მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნა სურს.  42 წლის პირლო ტურინის იუვენტუსის მწვრთნელად მუშაობდა, სადაც მან იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

სალვადორს პირლოსთვის კონტრაქტი უკვე გამზადებული აქვს და ახლა მხოლოდ იტალიელის დასტურს ელოდება. პორტუგალიური მედია წერს, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სალვადორის პირობები მოეწონა და კლუბი პირლოს სეზონის დასრულების შემდეგ წარადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები