Thumbnail
  • ბოლო დღეს ყინულზე მოცეკვავე ქართული წყვილი გავიდა
  • ფინალში წარმომადგენელი ვაჟთა ტურნირშიც გვყავდა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს ყინულზე მოცეკვავე ქართული წყვილიც გავიდა. იულია ლებედევა-ბითაძემ და დმიტრი პარხომენკომ ტურნირი მე-20 ადგილზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სპორტსმენებს მოკლე პროგრამის შემდეგ სწორედ მე-20 პოზიცია ეკავათ, თავისუფალ პროგრამაში კი 72.80 ქულით მე-18 შედეგი აჩვენეს, თუმცა, ეს წინ წასაწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართული წყვილი ჯამური შედეგი 117.89 ქულა იყო.

დაასრულა ასპარეზობა კონსტანტინე სუპატაშვილმაც, რომელმაც ვაჟთა შეჯიბრში 22-ე შედეგი აჩვენა. ის მოკლე პროგრამაში 21-ე იყო, ფინალში კი 110.28 ქულით მე-20 გახლდათ. საერთო ჯამში, სუპატაშვილმა 169.66 ქულა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ ტალინური მსოფლიოს პირველობა ქართული დელეგაციისთვის ისტორიული გამოდგა. კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ 2 პროგრამის ჯამში 188.12 ქულა მოაგროვეს და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები