Thumbnail

სტეფანოს ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსი ზედიზედ მეორედ მოიგო

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ბერძენმა კარიერაში მერვე ტურნირზე იმარჯვა
  • 23 წლის ჩოგბურთელმა მონტე კარლოს შეჯიბრზე მხოლოდ 1 სეტი დათმო

მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა, ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსის ფინალში ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას (46) 2 სეტში (6:3, 7:6) სძლია და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. 

23 წლის ჩოგბურთელმა შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ზედიზედ 5 მატჩი ისე მოიგო, რომ მხოლოდ 1 სეტი დათმო (1/4-ფინალში დიეგო შვარცმენთან). ნახევარფინალში კი მსოფლიოს მესამე ჩოგანი ალექსანდრ ზვერევი უპრობლემოდ (6:4, 6:2) დაამარცხა. 

სტეფნოს ციციპასმა კარიერაში მერვე ტურნირი მოიგო, მასტერსი კი მეორედ. აღსანიშნავია, რომ ბერძენმა ბოლო 2 წელში 3 ტურნირზე იმარჯვა, აქედან ორი მონტე კარლოს ტურნირი იყო. ახალგაზრდა სპორტსმენმა 1000 სარეიტინგო ქულაც დაიცვა და საპრიზო თანხად 836,335 ევროს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები