Thumbnail
  • ქართული ავტოსპორტის ახალი სეზონი ლილო არენაზე წყვილთა რბოლით გაიხსნა
  • პირველი ეტაპი აბსოლუტ კლასში სანდრო თავართქილაძემ მოიგო
  • 2WD კლასში პირველი ეტაპის გამარჯვებული დათა ქაჯაია გახდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გასულ უიკენდზე ახალ ‘ლილო არენაზე’ ქართული ავტოსპორტის ახალი, 2022 წლის სეზონი დაიწყო. გაიმართა Wissol Cup Series 2022-ის (წყვილთა რბოლა) პირველი ეტაპი, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალი მრბოლელები მონაწილეობენ. 4 ეტაპისგან შემდგარი ჩემპიონატი ორ კლასში მიმდინარეობს - 2WD და აბსოლუტი.

სანდრო თავართქილაძემ აბსოლუტ კლასში პირველობა არავის დაუთმო
📸 | ფოტოები: შოთა ტალახაძე

აბსოლუტ კლასში პირველი ეტაპი სანდრო თავართქილაძემ მოიგო, რომელიც პროფესიონალთა კლასში წყვილთა რბოლის მოქმედი ჩემპიონია. ახალი სეზონის პირველ ეტაპზე მეორე ადგილი ვლადიმერ კუხიანიძემ დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი დათა ქაჯაია გავიდა. სამაგიეროდ, ეს უკანასკნელი 2WD კლასის პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა. ამ კლასში მეორე ადგილი გიორგი ჯოხაძემ დაიკავა, მესამე ადგილზე კი მიხეილ თათარაშვილი გავიდა.

"ეს სახეობა მიყვარს, რადგან სანახაობრივია და მართვის დროსაც დიდ სიამოვნებას იღებ - მით უმეტეს მაშინ, როდესაც შერეული საფარია. რბოლა დაძაბული გამოდგა, კარგი გარბენები მქონდა და მოვახერხე როგორც კვალიფიკაციაში, ისე რბოლაში საუკეთესო ვყოფილიყავი. ამ სახეობას პრიორიტეტულად მივიჩნევ და აუცილებლად ჩემპიონობას ვგეგმავ," - გვითხრა სანდრო თავართქილაძემ სეზონის პირველი რბოლის შემდეგ.

დათუნა არჯევანიძის ავტომობილს პრობლემები შეექმნა
📸 | ფოტოები: შოთა ტალახაძე

DS Racing-ის გუნდის მეორე ახალგაზრდა მრბოლელმა დათუნა არჯევანიძემ ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა - მის ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. სამაგიეროდ, არჯევანიძემ კვირას სემი-პრო კლასში მეორე ადგილის დაკავება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები