Thumbnail
  • საუდის არაბეთთან გამარჯვების შემდეგ რუსების მწვრთნელმა პრესკონფერენცია შეწყვიტა
  • სტანისლავ ჩერჩესოვს ვლადიმირ პუტინი ურეკავდა

რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გამართულ ტესტ-მატჩებში იმდენად ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მუნდიალის გახსნით შეხვედრაში, საუდის არაბეთთან, სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდის გამარჯვებას კი, მაგრამ 5:0-ს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია ახალი დაწყებული იყო, როცა რუსეთის ნაკრების მწვრთნელის მობილურმა ტელეფონმა დარეკა. ჩერჩესოვმა ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა და საპრესკონფერენციო დარბაზიდან გავიდა.

როგორც გაირკვა, რუსეთის ნაკრების თავკაცს არც მეტი, არც ნაკლები, პუტინი ურეკავდა. მან მწვრთნელს გამარჯვება პირადად მიულოცა. “პრეზიდენტმა დამირეკა, გამარჯვება მოგვილოცა,” - განაცხადა დარბაზში დაბრუნებულმა ჩერჩესოვმა, რომელსაც ჟურნალისტეი რამდენიმე წუთი ელოდებოდნენ.

საუდის არაბეთის პრინცი, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და პუტინი "ლუჟნიკის" VIP-ლოჟაში

“პირდაპირ გეტყვით, 5:0-ზე ვერც კი ვიოცნებებდი. შესაძლოა, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში იმაზე ოდნავ მეტია, ვიდრე ვიმსახურებდით, მაგრამ მთავარია, რომ პირველი მატჩი მოვიგეთ და მთელი ქვეყანა ბედნიერია!” - დასძინა ჩერჩესოვმა.

კომენტარები

ბოლო ამბები