Thumbnail

რონალდო: ამ პატივისცემას და თანაგრძნობას არასოდეს დავივიწყებთ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • 'ენფილდზე' შეკრებილმა ფანებმა რონალდოს მხარდაჭერა გამოუცხადეს
  • პორტუგალიელმა ლივერპულელ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა

კრიშტიანო რონალდომ ლივერპულის გულშემატკივრებს მხარდაჭერის გამო მადლობა სოციალური ქსელის მეშვეობით გადაუხადა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით ის არასდროს დაივიწყებს იმას, რაც "მერსისაიდული" კლუბის გულშემატკივარმა გააკეთა.

"ერთი მსოფლიო, ერთი სპორტი, ერთი გლობალური ოჯახი. მადლობა ენფილდს. მე და ჩემი ოჯახი არასდროს არ დავივიწყებთ პატივისცემისა და თანაგრძნობის ამ მომენტს", - წერს კრიშტიანო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულთან მატჩამდე კრიშტიანო რონალდოს ახლად დაბადებული შვილი გარდაეცვალა და მანჩესტერ იუნაიტედს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვერ დაეხმარა. მატჩის მე-7 წუთს "ენფილდზე" შეკრებილი გულშემატკივარი რონალდოს გასამხნევებლად აპლოდისმენტებით შეხვდა და კლუბის ცნობილ ჰიმნს You'll Never Walk Alone-ს მღეროდა.

თავად შეხვედრა ლივერპულის გამარჯვებით 4:0 დასრულდა. იურგენ კლოპის გუნდი მანჩესტერ სიტისთან ერთად ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. იუნაიტედი კი 54 ქულით მე-6 ადგილზეა და ოთხეულისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები