Thumbnail

ტენ ჰაგის პირველი ტრანსფერი - კრისტიან ერიკსენს იუნაიტედი აკვირდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ერიკსენი ბრენტფორდში კარგ სეზონს ატარებს
  • ტენ ჰაგი იუნაიტედის სეზონის ბოლოს ჩაიბარებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონიდან მანჩესტერ იუნაიტედს ამსტერდამის აიაქსის მოქმედი მწვრთნელი - ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს.

"დეილი სტარის" ინფორმაციით, ტენ ჰაგის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში, ერთ-ერთი პირველი კრისტიან ერიკსენია, რომელიც ფეხბურთს და ინგლისის პრემიერლიგას წელს დაუბრუნდა.

ერიკსენი, რომელიც სწორედ აიაქსის აღზრდილია, დღეს ლონდონის პატარა კლუბში - ბრენტფორდში თამაშობს და შესანიშნავ სეზონს ატარებს. შეგახსენებთ, რომ დანიელი, მოედანს გულის შეტევის შემდეგ გაცდენილი პერიოდის გამო, 2022 წლის იანვარში დაუბრუნდა.

ტენ ჰაგის მოსვლაზე და სატრანსფერო პოლიტიკაზე, იუნაიტედის მოქმედმა მწვრთნელმა - რალფ რანგნიკმაც ისაუბრა. რანგნიკი, რომელიც ზაფხულში სპორტული დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლებს, თვლის, რომ გუნდის შესაქმნელად მინიმუმ ორი სატრანსფერო ფანჯარაა საჭირო.

"გუნდის ასაწყობად იურგენ კლოპს ლივერპულში ორი ფანჯარა დასჭირდა. მაგრამ შემდეგ ამაზე არ გაჩერებულან და ყველა ფანჯარაზე 2-3 კვალიფიციურ ფეხბურთელს იმატებდნენ - ეს მუდმივი პროცესია, ყოველთვის რთულია, მაგრამ აუცილებელი."

კომენტარები

ბოლო ამბები