Thumbnail

ჰენრი სეხუდო UFC-ში ბრუნდება - სამიზნე 'ალჯოს' ქამარია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰენრი სეხუდო MMA-ის უბრუნდება
  • ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი "ალჯოს" ქამარს შეუტევს

UFC-ის ერთდროულად 2 წონაში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი - ჰენრი სეხუდო ოქტაგონზე დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ჯერ მისმა აგენტმა - ალი აბდელაზიზმა ტვიტერზე დაწერა, ხოლო შემდეგ თვითონ მებრძოლმაც დაადასტურა.

აბდელაზიზის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც სეხუდო და UFC-ის ოფიციალური პირები - ჰანტერ კემპბელი და შონ შელბი არიან აღბეჭდილი, წინ საქმიანი შეხვედრა უძღვოდა, რომლის ფარგლებშიც დაბრუნების დეტალებს ათანხმებდნენ.

როგორც სეხუდოს პოსტიდან ირკვევა, ოლიმპიური ჩემპიონი ალჯემაინ სტერლინგის ქამარს შეუტევს და დაბრუნებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ "ალჯომ" რამდენიმე კვირის წინ, ქამარი ყოფილი ჩემპიონის - პიოტრ იანის წინააღმდეგ დამაჯერებლად დაიცვა და MMA სამყარო გააკვირვა.

ჰენრი სეხუდომ, UFC-ის ოქტაგონზე ბოლო ბრძოლა 2020 წლის მაისში ჩაატარა, როდესაც ტიტულის დაცვა დომინიკ კრუზის წინააღმდეგ შეძლო. თავისუფლი სტილით ყოფილ მოჭიდავეს, MMA-ში სულ 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 16 გამარჯვებით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები