Thumbnail

წყალბურთი | U19 საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს
  • ევროპირველობა 18-25 სექტემბერს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ჩატარდება

საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფს თბილისმა უმასპინძლა და ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირი წაუგებლად დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასა და ლიეტუვას დამაჯერებლად, შესაბამისად, 19:8 და 17:7 სძლია, უმთავრეს მეტოქედ შერაცხულ თურქეთთან შეხვედრა კი ფრედ დაასრულა – 14:14. საბოლოო ჯამში, ქართველ წყალბურთელებს თურქებზე უკეთესი ბურთების სხვაობა აღმოაჩნდათ და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

სხვა საკვალიფიკაციო ჯგუფებიდან ფინალურ ეტაპზე გერმანია, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, მალტა და ნიდერლანდები გავიდნენ.

ცნობისთვის, 19-წლამდელთა შორის ბოლო ევროპირველობა 2018 წელს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარდა და მაშინ ქართველი წუალბურთელები 16 ნაკრებს შორის მე-14 ადგილზე გავიდნენ, ჩემპიონი კი საბერძნეთი გახდა.

2022 წლის ევროპირველობა 18-25 სექტემბერს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები