Thumbnail

9 გოლი და MVP-ის ტიტული - ცხოვრებაძე შვეიცარიაში მაგრად თამაშობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვინტერტური 31:30 სენტ გალენი | ცხოვრებაძე - 8 გოლი
  • სენტ გალენი 35:34 ვინტერტური | ცხოვრებაძე - 9 გოლი

შვეიცარიის ჩემპიონატის (NLA) პლეი ოფში 21 წლის გიორგი ცხოვრებაძის პფადი ვინტენტური სენტ გალენის სენტ ოტმარს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 34:35 დათმო. ეს მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი იყო, ანგარიში სერიაში გათანაბრდა - 1:1. წაგების მიუხედავად მატჩის MVP ქართველი ლეგიონერი გახდა, რომელმაც მეტოქეს 9 გოლი (11 დარტყმიდან) გაუტანა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია. 

ქართველი ლეგიონერი NLA-ში ერთ-ერთი საუკეთესო ხელბურთელია

ამ გუნდების პირველი მატჩიც დაძაბული გამოდგა, ცხოვრებაძის ვინტერტურმა შინ 31:30 მოიგო (ამ შეხვედრაში გიორგიმ 8 გოლი გაიტანა). აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში ვინტენტური მე-2 განთესვითაა და წყვილში ფავორიტია. შემდეგი დაპირისპირება 27 აპრილს გაიმართება. სხვათა შორის, ვინტერტური შვეიცარიის თასის ფინალში გავიდა, ფინალი ციურიხთან 7 მაისს გაიმართება.  

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხოვრებაძე მონპელიეს ეკუთვნის, მაგრამ ვინტენტურში 1-წლიანი იჯარით თამაშობს. გიორგი ასაკის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ლიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები