Thumbnail
  • მარკო ვან ბასტენმა ერიკ ტენ ჰაგს მანჩესტერში სამუშაოდ რჩევები მისცა
  • მისი აზრით, მან რონალდო უნდა შეინარჩუნოს და პრესას არ უნდა მოუსმინოს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა მანჩესტერ იუნაიტედის ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, რომ კრიშტიანო რონალდოზე უარი არ თქვას და მომდევნო სეზონშიც გუნდში შეინარჩუნოს.

"რონალდო თუ ყოველთვის ისე ითამაშებს, როგორც ნორვიჩთან, 2-3 გოლს სტაბილურად გაიტანს და ამიტომ, მისი გუნდიდან გაშვება საჭირო არ არის. კრიშტიანო კრიშტიანო არის ფეხბურთელი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ტენ ჰაგი უნდა შეეგუოს, რომ მას ვერ მოსთხოვს იგივე ფიზიკურ აქტივობას, რასაც 18 წლის ფეხბურთელებს. თუმცა, ცხადია, რონალდო ბევრს იშრომებს და დარწმუნებული ვარ, ერიკი შეძლებს მასზე სწორი გავლენას მოხდენას, რათა ისე ითამაშოს, როგორც მას სურს", - თქვა ვან ბასტენმა, რომელმაც თანამემამულე სპეციალისტს კიდევ ერთი რჩევა მისცა:

"მან არ უნდა მოუსმინოს პრესას. კონცენტრირებული უნდა იყოს თავის საქმესა და გუნდზე. თუ ასე იქნება, მას შეუძლია იუნაიტედში ყველაფერი შეცვალოს".

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში ჩაიბარებს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და რალფ რანგნიკს შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები