Thumbnail
  • 📅 28 აპრილი | 🏟 ოლდ ტრაფორდი | ⌚ 22:45 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V ჩელსი
  • მარცხის შემთხვევაში იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება
  • პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად ერთდროულად 3 გუნდი იბრძვის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

პრემიერლიგა გადამწყვეტ ფაზაშია. საჩემპიონო ბრძოლის გარდა ძალიან დაძაბული ვითარებაა მე-4 ადგილისთვის რბოლაში, რომელშიც ერთმანეთს არსენალი, ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი ებრძვიან.

დღეს, "წითელ ეშმაკებს" ფაქტობრივად გადამწყვეტი შეხვედრა აქვთ ლონდონის ჩელსისთან, რომელსაც რალფ რანგნიკის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს. ბოლო რამდენიმე მატჩია, იუნაიტედი მძიმედ გამოიყურება. ლივერპულთან და არსენალთან წაგებების შემდეგ გერმანელი სპეციალისტის გუნდი არასახარბიელო ვითარებაშია და თუ მათ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურთ, ჩელსისთან მხოლოდ 3 ქულისთვის უნდა იბრძოლონ. ეს ფაქტობრივად იუნაიტედის ბოლო შანსია.

კრიშტიანო რონალდოს ფაქტორზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

"წითელ ეშმაკებს" 34 თამაში აქვთ ჩატარებული და სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ. ამ დროისთვის მეოთხე ადგილზე არსენალია, რომელსაც იუნაიტედთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მანჩესტერულ კლუბს 6 ქულით უსწრებს, ხოლო თანაქალაქელ ტოტენჰემს, რომელსაც "მეთოფეების" მსგავსად 33 შეხვედრა აქვს გამართული, 2 ქულით.

თომას ტუხელის გუნდს ბევრად უკეთესი სიტუაცია აქვს. "ლურჯებს" თითქმის განაღდებული აქვთ ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა ამ შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ კიდევ უფრო მშვიდად იქნებიან. ტუხელის გუნდს 32 შეხვედრის შემდეგ 65 ქულა აქვს და პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა.

იუნაიტედთან თამაშს ჩელსი კარგ ხასიათზე ხვდება. ტუხელის გუნდმა ვესტ ჰემს მძიმე ბრძოლაში 1:0 აჯობა. საპირისპირო სიტუაციაა იუნაიტედის ბანაკში: რანგნიკის გუნდმა ბოლო შეხვედრა არსენალის წინააღმდეგ გამართა და ოთხეულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან 1:3 დამარცხდა.

ტუხელის გუნდი იუნაიტედთან შედარებით უკეთეს ფორმაშია

ამ ორი გუნდის უკანასკნელ ურთიერთშეხვედრებს თუ გადავავლებთ თვალს, ძირითადად მათი დაპირისპირებები ნაკლებად სანახაობრივი და უფრო მეტად დაძაბული გამოდის. ბოლო 3 შეხვედრიდან იუნაიტედმა და ჩელსიმ ერთმანეთის წინააღმდეგ ფრედ ითამაშეს აქედან ორი 0:0.

მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედი "ოლდ ტრაფორდზე" თამაშობს, ამ შეხვედრაში ფავორიტი ლონდონური კლუბია. ჩელსი "წითელ ეშმაკებზე" დალაგებული გუნდია და ამ მომენტისთვის უკეთეს ფორმაშია.   

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა (აქედან ორი 0:0).

⚽ იუნაიტედსა და ჩელსის შორის გამართული ბოლო 3 შეხვედრიდან პირველი ტაიმიც და მთლიანად შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

⚽ თომას ტუხელის გუნდმა ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში (პრემიერლიგა) მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

⚽ ლონდონურმა კლუბმა ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან (პრემიერლიგა) ოთხივე მოიგო.

⚽ რალფ რანგნიკის გუნდის ბოლო 3 მატჩში (პრემიერლიგა) 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ჩელსის ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში (პრემიერლიგა) 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერლიგაში ბოლო 7 საშინაო შეხვედრაა არ წაუგია.

⚽ "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერლიგის ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაუშვეს.

⚽ ჩელსიმ ბოლო 5 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე ერთად) მხოლოდ ერთი წააგო (4 მოგება, 1 წაგება).

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (3 წაგება, ერთი ფრე, ერთი მოგება).

⚽ რანგნიკის გუნდმა ბოლო 10 შეხვედრიდან კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

⚽ მეტიც მანჩესტერული გუნდი ზედიზედ 8 შეხვედრაა გოლს უშვებს.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - ვან-ბისაკა, ვარანი, ლინდელოფი, დალო - მატიჩი, მაკტომინეი - ელანგა, ფერნანდეშუ, რაშფორდი - რონალდო.
ტრავმა: კავანი, პოგბა, შოუ, ფრედ (?).

ჩელსი (3-4-1-2): მენდი - ჯეიმსი, სილვა, რიუდიგერი - ლოფტუს-ჩიკი, კანტე, ჟორჟინიო, ალონსო - მაუნტი - ჰავერტცი, ვერნერი.
ტრავმა: ჩილუელი, ჰადსონ-ოდოი, კოვაჩიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები