Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიში 27 აპრილს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც ის იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. რუსულ SPORT EXPRESS-თან საუბარში ხვიჩას ტრანსფერი მისმა თანაგუნდელმა დინამო ბათუმში ჯანო ანანიძემ შეაფასა.

ჯანო ანანიძე (დინამო ბათუმი): "რადგანაც ნაპოლიმ ასეთი არჩევანი გააკეთა, ესე იგი იტალიურ კლუბს ის სჭირდება. თუკი ხვიჩას ისევე ენდობიან ნაპოლიში, როგორც სლუცკი ენდობოდა რუბინში თამაშისას, ის ნამდვილად კარგად ითამაშებს. სამწუხაროდ, მან და მე ერთად ვერც ეროვნულ ნაკრებში ვითამაშეთ და ვერც დინამო ბათუმში. მაგრამ ვხედავ, როგორ ვარჯიშობს და შრომობს, ვფიქრობ, მას ყველაფერი გამოუვა. მაგრამ, მაინც, ყველაზე მთავარი ნდობაა. თუ ის მას იტალიაში მიიღებს, ნაპოლიში ათამაშდება. ხვიჩას ახალ გუნდში წარმატებას ვუსურვებ, ის კარგი ბიჭია". 

შეგახსენებთ, რომ დღეს გახდა ცნობილი, რომ 29 წლის ჯანო ანანიძე ქრონიკული ტრავმების გამო, დიდი ალბათობით, მალე გამოაცხადებს კარიერის დასრულებას. ჯანომ (45 მატჩი ნაკრებში 7 გოლი) მაშინ ითამაშა ბოლო მატჩები ეროვნულ გუნდში (2019 წლის შემოდგომით), როცა ხვიჩა (13 თამაში, 5 გოლი) იწყებდა სანაკრებო კარიერას. 

ისინი ორ მატჩში ერთად განაცხადშიც იყვნენ, თუმცა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო, ანანიძემ კი ითამაშა. დინამო ბათუმის შემადგენლობაში თელავთან მატჩში ჯანო სკამზე იყო, ხვიჩამ კი ითამაშა. ერთადერთი სამგურალთან შეხვედრაში მოხდა, როცა ორივემ ითამაშა, თუმცა აქაც, ჯანო 86-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა ხვიჩა შეცვალეს. ასე რომ, ერთად მათ არცერთი წუთი არ უთამაშიათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები