Thumbnail

კარიერაში მეორედ - მოჰამედ სალაჰი FWA-ის ვერსიით წლის ფეხბურთელია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სალაჰმა FWA-ს წლის ფეხბურთელის ტიტული პირველად 2018 წელს მოიგო
  • ქალებს შორის საუკეთესოდ ლონდონის ჩელსის შემტევი სემ კერი დასახელდა

ლივერპულის შემტევი მოჰამედ სალაჰი ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის (FWA) ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშეა.

29 წლის ეგვიპტელი ვარსკვლავი პრემიერლიგაში საოცარ სეზონს ატარებს - ლივერპულის ბომბარდირობისა და საუკეთესო ასისტენტის წოდებისთვისაც იბრძვის. სალაჰს ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მოჰამედ სალაჰის გარდა, აღნიშნული ჯილდოსთვის კევინ დე ბრუინი და დეკლან რაისიც იბრძოდნენ. ეგვიპტელმა ხმების 48 პროცენტი მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. მეორეზე ბელგიელია, ხოლო დეკლან რაისი მესამე ადგილს დასჯერდა. სალაჰმა FWA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება თავის კარიერაში მეორედ მიიღო - პირველად ეს 2018 წელს შეძლო.

FWA-მ წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც გამოავლინა. აქ საუკეთესო ჩელსის ქალთა გუნდის თავდამსხმელი სემ კერი გახდა, რომელმაც ხმების 40 პროცენტი მიიღო და ვივიან მიდემასა (არსენალი) და ლორენ ჰემპს (მანჩესტერ სიტი) აჯობა.

ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადების მიხედვით, მოჰამედ სალაჰი და სემ კერი კუთვნილ ჯილდოებს 5 მაისს, საუკეთესო ფეხბურთელთათვის გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები