Thumbnail
  • რალფ რანგნიკმა ავსტრიის ნაკრებთან 2-წლიანი კონტრაქტი დადო
  • გერმანელის მიზანი გუნდის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანაა 

როგორც მოსალოდნელი იყო, რალფ რანგნიკი ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ოფიციალურად ავსტრიის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალურ ქსელში გამოაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია მთავარი მწვრთნელის საქმიანობის შესრულება. განსაკუთრებით მოხარული ვარ ისეთი ახალგაზრდული გუნდის ნაწილი ვიყო, რომლის ძალიან დიდი სურვილი გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაშია", - თქვა რალფ რანგნიკმა. 

რანგნიკი ავსტრიის ნაკრების გაწვრთნას მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობას შეუთავებს. სეზონის დასრულების შემდეგ ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და "წითელ ეშმაკებში" საქმიანობას კონსულტანტად გააგრძელებს.

63 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეთანახმების თანახმად, ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიელთა ნაკრები ევრო 2024-ზე გასვლას მოახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები