Thumbnail

ქამბექი ბოლო მეოთხედში! მემფისი გოლდენ სტეიტს შეხვდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მინესოტა 106:114 მემფისი
  • მემფისი კონფერენციის ნახევარფინალში გოლდენ სტეიტთან ითამაშებს

დასავლეთ კონფერენციის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. მემფისმა მინესოტასთან სტუმრად ითამაშა და სერიაში მეოთხე მატჩიც მოიგო. მინესოტამ პირველი ტაიმი 3 ქულით მოიგო (52:49) და მათი უპირატესობა მესამე მეოთხედშიც გაიზარდა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მინესოტას სერიაში ანგარიში უნდა გაეთანაბრებინა, მაგრამ მემფისმა ბოლო მეოთხედი 18 ქულიანი უპირატესობით მოიგო (40:22) და შეხვედრა 114:106 დასრულდა.

მინესოტას ენტონი ედვარდსმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. 24 ქულა ჩააგდო ჯეიდენ მაკდანიელსმა, მაგრამ მინესოტას ამან არ უშველა. მემფისიდან დესმონდ ბეინსა და დილონ ბრუკსს 23-23 ქულა ჰქონდათ. ჯა მორანტს მაგარი მატჩი ჰქონდა, მას სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - 17 ქულა, 8 მოხსნა და 11 პასი.

მემფისის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გოლდენ სტეიტთან ითამაშებს. ამ წყვილის გამარჯვებული კონფერენციის ფინალში დალასისა და ფინიქსის წყვილის მოგებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები