Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა
  • 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა

ტატო გრიგალაშვილმა სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, იპონით მოუგო.

ამრიგად, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე უკვე ორი მედალი აქვს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) გახდა.

ტატო გრიგალაშვილმა სოფიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

ტატო გრიგალაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქში ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც ფინელ ოსკარ მაკინენს იპონით აჯობა, რის შემდეგაც გერმანელი ტიმ გრამკოვიც იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უნგრელ ატილა უნგვარს შეხვდა და მასაც მარტივად, იპონით მოუგო. ტატო ნახევარფინალში უკრაინელ სერგეი კრავჩაჩს შეხვდა, რომელსაც დამატებით დროში იპონით სძლია და ფინალში გავიდა.

გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა, პირველად კონტინენტის პირველობა მან 2020 წელს მოიგო.   

ოქროს მედლისთვის შეხვედრა ტატოს აშკარა უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა, რითაც გრიგალაშვილმა ბელგიელს რევანში აუღი მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის. 


30 აპრილს კონტინენტის პირველობაზე საქართველოდან ლაშა შავდთუაშვილმაც (-73 კგ) იასპარეზა, თუმცა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ასპარეზობას 1/8-ფინალში, იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი სოფიაში მედლის გარეშე დარჩა

ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 1-ელ მაისს, ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა: ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები