Thumbnail

ჯონ ჯონსის ტრანსფორმაცია - ამერიკელი მიოჩიჩთან ბრძოლისთვის ემზადება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯონ ჯონსი მიოჩიჩისთვის ემზადება
  • ახალ დივიზიონში ამერიკელის პირველი ტესტი

MMA-ის ცოცხალი ლეგენდა და UFC-ის სახელით მოასპარეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტსმენი - ჯონ ჯონსი მძიმე წონის დივიზიონში გადასასვლელად ემზადება და სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლის გაოფიციალურებას ელის.

ჯონსი მძიმე წონაში პირველად იჩხუბებს და სწორედ ამიტომ, ამერიკელის ფიზიკურ ტრანსფორმაციას ბევრი გაკვირვებით შეხვდა - ჯონსს წონა და კუნთოვანი მასა აქვს მომატებული, რაც ამ დივიზიონის მებრძოლების წინააღმდეგ აუცილებლად დასჭირდება.

ჯონსი ოქტაგონზე, 2020 წელს, დომინიკ რეიესთან მსუბუქი-მძიმე წონითი დივიზიონის ეგიდით გამართული ბრძოლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. "სტიპე ამბობს, რომ ფორმის პიკს სექტემბერში მიუახლოვდება..." - წერდა ჯონსი ტვიტერზე. "საწყენია ეს, მაგრამ მოვითმენ, დაველოდოთ სექტემბერს."

"სტიპე რეალურია..." - განაცხადა გუშინ დანა უაითმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ჯონსის მომავალი ბრძოლის შესახებ ჰკითხეს. "საოცარი ზაფხული გველის, საოცარი ბრძოლებით" - ამბობდა UFC-ის პრეზიდენტი.

კომენტარები

ბოლო ამბები