- ქართველმა ძიუდოისტმა ევროპული ოქრო კარიერაში პირველად მოიპოვა
- ძიუდო | თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (90 კგ.) ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ლუკამ ოქროს მედალი სერბ დარკო ბრასნიოვიჩთან დაპირისპირებაში მოიპოვა. მან მეტოქე ჯერ ვაზარიზე დასცა, ორთაბრძოლის ბოლო წამებზე კი მისი შებოჭვაც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში მაისურაძემ 4 გამარჯვება იზეიმა: გზიდან ესტონელი კლენ კალიულანდი, სლოვაკი პეტერ ჟილკა, რუმინელი ალექს კრეტი და უნგრელი კრისტიან ტოტი ჩამოიცილა.

ეს, ლუკა მაისურაძისთვის კარიერის ყველაზე დიდი წარმატებაა. აქამდე ის ევროპის ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ და ერთხელ მსოფლიოს პირველობაზე ჰქონდა მე-3 ადგილი აღებული, თანაც, ეს ყველაფერი, უფრო მსუბუქ 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ტურნირზე უკვე 3 მედალი მოიპოვა. წინა დღეებში ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ბრინჯაოს დაეუფლა.
კომენტარები