Thumbnail

ფლორენტინო პერესი: ბენზემას ოქროს ბურთს ვეღარ წაართმევენ

  • 'ბლანკოსის' ხელმძღვანელის აზრით, 2022 წელს 'ოქროს ბურთს' ფრანგი მიიღებს
  • კარიმმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ‘ოქროს ბურთი’ ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ უნდა მოიგოს. 

"ბენზემა ახლაც მაგარი ფეხბურთელია და რეალში მოსვლის დღიდან ყოველთვის ასეთი იყო. ეჭვი არავის ეპარება, რომ ის 'ოქროს ბურთს' მოიგებს. ამ პრიზს მას ვეღარ წაართმევენ. კარიმი ამ ჯილდოს მიიღებს, თუმცა 'ოქროს ბურთი' მისთვის აქამდე უნდა გადაეცათ. ეს მთელმა მსოფლიომ იცის," - ციტირებს ფლორენტინოს სიტყვებს Onze Mondial

34 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში რეალის მაისურით 42 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.  დიდი ალბათობით, ბენზემა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები