Thumbnail

27 წლის ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

თუშიშვილი კვარცხლბეკზე ასასვლელად უკრაინის ნაკრების წარმომადგენელ იაკივ ხამოს გაეჯიბრა და "გოლდენ სქორში" სძლია. ქართველი ძიუდოისტი გაცილებით აქტიური იყო და მართალია, დამატებით დროში მეტოქეები 2-2 გაფრთხილებით გადავიდნენ, იქ, თუშიშვილმა უკრაინელის მტკივნეულ ილეთზე დაჭერა მოახერხა.


ცნობისთვის, ეს, გურამისთვის უკვე მე-6 ევროპული მედალია და მათგან არცერთი არაა ვერცხლის. ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონი სამჯერ ყოფილა და ბრინჯაოს მედალიც მესამედ მოიპოვა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის ევროპის პირველობა 2-2 ოქროსა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ბრინჯაო კი, თუშიშვილის გარდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) აიღო.

კაცთა გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ნიდერლანდებს ჩამორჩა, რომელსაც მედლების იდენტური მონაგარი ჰქონდა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებითღა გვაჯობა. საერთო ჩათვლაში საქართველო მესამე იყო.

Top Five 🥇🥈🥉 #JudoSofia2022

Posted by European Judo Union on Sunday, May 1, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები