- Indianapolis Star: 2023-ში ინდიანამ, შესაძლოა, გოგას ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს
- გოგა ბითაძე: ზაზას ეს სიტყვები ყოველთვის თავში მიტრიალებდა
NBA-ის ორი ქართველიდან ერთს, გოგა ბითაძეს ინდიანა პეისერსმა, შესაძლოა, ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას Indianapolis Star ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, ყველაფერი მომავალ სეზონზე და გოგას თამაშზეა დამოკიდებული.

Indianapolis Star: "ინდიანამ შესაძლოა, გოგა ბითაძეს კვალიფიცირებული წინადადება შესთავაზოს მომავალ ზაფხულში და მას მეორე მრავალწლიანი კონტრაქტი დაუდოს NBA-ში. ასე რომ, ბევრი რამ 2022/23 წლების სეზონში მის გამოსვლაზეა დამოკიდებული".
შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე NBA-ის 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად აირჩიეს. 2019 წლის 15 ივლისს მან მრავალწლიანი (ახალბედის) კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. 2020 წლის დეკემბერში ინდიანამ ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა, 2021 წლის ოქტომბერში კი - კიდევ ერთი წლით. გოგას ინდიანაში (ხელშეკრულებით) ბოლო სეზონი რჩება, რომლის განმავლობაში კარიერის მანძილზე ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებს - $4 765 339-ს.
Indianapolis Star არ აკონკრეტებს რამდენწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს 2023 წლის ზაფხულში ინდიანა ბითაძეს და როგორი იქნება მისი ფინანსური პირობები. დიდი ალბათობით, ეს მახასიათებლები სწორედ გოგას თამაშზე იქნება დამოკიდებული.
NBA-ის ბოლო (გოგასთვის მე-3) სეზონში ბითაძემ 50 მატჩში (16 სასტარტოში) ითამაშა. ის საშუალოდ 7.0 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 პასსა და 0.8 დაფარებას აკეთებდა. მისთვის საუკეთესო სეზონის მეორე ნახევარი იყო - მარტსა და აპრილში მან ზედიზედ 10 მატჩში 10 და მეტი ქულა ჩააგდო. როცა ინდიანამ ტრეიდით გაუშვა დომანტას საბონისი, ხოლო მაილს ტერნერი ტრავმირებული იყო.
კომენტარები