Thumbnail
  • რომა ევროტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს
  • ფეიენოორდს ევროტურნირებზე ყველა ფინალი მოგებული აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კონფერენსლიგაზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა. რომამ 'სტადიო ოლიმპიკოზე' ლესტერს უმასპინძლა და 1:0 მოუგო. იტალიურმა კლუბმა ტამი აბრაჰამის მიერ მე-11 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით შეძლო ფინალში გასვლა. ჟოზე მოურინიომ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.


ჟოზეს ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა ორ-ორჯერ მოგებული და ახლა შანსი აქვს, რომ ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირიც მოიგოს. რომას მეტოქე ფინალში ფეიენოორდი იქნება, რომელმაც მარსელთან ფრედ 0:0 ითამაშა. როტერდამელებმა პირველი მატჩი 3:2 მოიგეს, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

ფინალური მატჩი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება. შეხვედრას 25 მაისს ჩატარდება. რომა ევროტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს, ხოლო ფეიენოორდი მეოთხე ფინალში მეოთხე ტიტულის მოგებას ეცდება. როტერდამელებს აქამდე ნათამაშები სამი ფინალიდან ყველა მოგებული აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები