Thumbnail

2025 წლამდე არსენალში - მიკელ არტეტამ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მიკელ არტეტას მუშაობით ლონდონის არსენალში კმაყოფილები არიან
  • ესპანელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა

მიკელ არტეტა ლონდონის არსენალს 2024/25 წლების სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, რომ ესპანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"აღფრთოვანებული, მადლიერი და ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი ხედვები მომავალთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. გვინდა, რომ კლუბი განვავითაროთ და საუკეთესო კლუბებს კონკურენცია გავუწიოთ. ამისთვის უნდა ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა შევძლოთ გუნდის განვითარება, ფეხბურთელების გაუმჯობესება, გულშემატკივართან კიდევ უფრო მეტი კავშირის შექმნა და ამ პროექტის უმაღლეს დონეზე აყვანა", - თქვა არტეტამ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.

ესპანელის გარდა, არსენალმა 2024-წლამდე გაუფორმა ახალი კონტრაქტი ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელა იონას ეიდევალს. მიკელ არტეტა მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო, 2019 წლის დეკემბერში კი არსენალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. "მეთოფეები" პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 63 ქულით მე-4 ადგილზე არიან და დიდი შანსი აქვთ, 2016 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ.

მიკელ არტეტა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ბარსელონას, პსჟ-ს, რეინჯერსის, სოსიედადის, ევერტონისა და არსენალის ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები