Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის ფრენკი დე იონგის გადაბირება სურს
  • ხოსეპ გვარდიოლას მისი ყიდვა სამი წლის წინაც უნდოდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მანჩესტერ სიტის ბარსელონას ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გადაბირება სურს - ამის შესახებ ინგლისური “დეილი მეილი” წერს. გამოცემაში ვკითხულობთ, 

ხოსეპ გვარდიოლას ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურს. როგორც იცით, ზაფხულში სიტის ფერნანდინიო დატოვებს. დე იონგს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ როგორც ირკვევა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა მას ნება დართეს, ახალი კლუბი ეძებოს, რადგან ბარსას ფული სჭირდება.

დე იონგი ამ სეზონში: 44 თამაში, 4 გოლი, 5 საგოლე გადაცემა

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას 24 წლის დე იონგის მანჩესტერ სიტიში გადაბირება ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ ნიდერლანდელმა არჩევანი ბარსელონას სასარგებლოდ გააკეთა. მაშინ ამსტერდამის აიაქსმა მის სანაცვლოდ 86 მილიონი ევრო მიიღო. ახლა კი, იმ ტრანსფერიდან სამი წლის შემდეგ, სიტის შანსი აქვს, დე იონგი მაინც მიიღოს.

ფრენკი დე იონგმა, რომელსაც მიუნხენის ბაიერნსაც უკავშირებენ, ამ სეზონში ბარსელონას ფორმით 44 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები