Thumbnail

ძალოსნობა | საბა ასანიძის ოქრო და ბრინჯაო იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საბერძნეთში ძალოსნობის იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
  • საბა ასანიძემ აკვრაში ოქრო და ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი საბა ასანიძემ მოიპოვა, რომელიც ორჭიდში ბრინჯაოს, აკვრაში კი ოქროს დაეუფლა.

საბამ, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, თავდაპირველად ატაცში ორი ცდა გამოიყენა, ჯერ 137 კგ დააფიქსირა, მერე 141 კგ და ამ დისციპლინაში მე-6 ადგილი ერგო. ასანიძემ გაცილებით კარგად იასპარეზა აკვრაში, სადაც პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ძალოსანმა 176 და 183 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ატაცი: 137 კგ , 137 კგ , 141 კგ .
აკვრა: 176 კგ , 181 კგ , 183 კგ .

ამგვარად, ორჭიდში ასანიძეს 324 კგ დაუგროვდა, რაც საბოლოო ჯამში ბრინჯაოს მედლის მოსაგებად აღმოჩნდა საკმარისი. აქვე გეტყვით, რომ საბა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის ვაჟია.

4 მაისს, გურამ გიორბელიძემ (67 კგ) იასპარეზა, რომელიც ორჭიდში 288 დაფიქსირებული 288 კგ-ით მეხუთე ადგილზე გავიდა.

საბა ასანიძე

საბა ასანიძის გამოსვლის მოკლე კოლაჟი 🎥🇬🇪🥇🥉 🇬🇪 ძალოსანმა ქართულ ყულაბას 2022 წლის პირველი მედლები მოუტანა. აკვრა ოქრო ორჭიდი ბრინჯაო 🇬🇪

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 06 მაისი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები