Thumbnail

UFC-ის ისტორიაში პირველად - ჩემპიონს ქამარი წონის ვერჩაბარების გამო ჩამოერთვა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ჩარლზ ოლივეირამ 200 გრამი 1 საათში ვერ დაიკლო
  • ბრაზილიელი ჩემპიონი ვერც გეიჯის დამარცხების შემთხვევაში გახდება

ფენიქსში UFC 274-ის ცერემონიაში მონაწილე მებრძოლების ოფიციალური აწონები დამთავრდა. საღამოს მთავარ ჩხუბში მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი უნდა გათამაშებულიყო - ჩარლზ ოლივეირასა და ჯასტინ გეიჯის შორის ბრძოლა გაიმართება, მაგრამ მას სატიტულო სტატუსი აღარ ექნება.
 
ამერიკელმა 70,3 კგ დააფიქსირა და დივიზიონის ნორმაში ჩაჯდა, ოლივეირამ კი პირველ აწონაზე 70,5 კგ აჩვენა. ბრაზილიელს 200 გრამის დასაკლებად 1 საათი მისცეს, მაგრამ ჩარლზს მეორე ჯერზეც პირველის ანალოგიური წონა ჰქონდა.

ორგანიზაციის წესების მიხედვით, ოლივეირას ტიტული ჩამოერთვა და მისი გამარჯვების შემთხვევაშიც კი ქამარი ვაკანტური იქნება. ჯასტინი თუ მოიგებს, ჩემპიონი სწორედ ამერიკელი გახდება. 

აღსანიშნავია, რომ ჩარლზ ოლივეირა გახდა UFC-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი, რომელმაც ქამარი წონის ჩაუბარებლობის გამო დაკარგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები