Thumbnail

დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ნაპოლიში გააგრძელებს კარიერას, დინამო ბათუმის შემტევს იტალიურტ მედიაში ხშირად ლორენცო ინსინიეს შემცვლელადაც მოიხსენიებენ. საყოველთაო მოსაზრებას არ ეთანხმება areanapoli.it-ის ჟურნალისტი გაეტანო ბრუნეტი და საკუთარი არგუმენტები მოაქვს საამისოდ. მას მიაჩნია, რომ ხვიჩა ნაპოლიში ინსინიეს შემცვლელის როლს არ მოირგებს, ყოველ შემთხვევაში თავიდან:

"ნაპოლიში უკვე შერჩეული ჰყავთ, თუ ვინ შეცვლის მომავალ სეზონში ლორენცო ინსინიეს მარცხენა შემტევის პოზიციაზე. ის შესაძლოა, სულ სხვა აღმოჩნდეს, ვიდრე თქვენ გგონიათ. ბოლო საათების მოვლენები ამ თეორიას ზურგს უმაგრებენ.
ბევრი ამბობს, რომ კვარაცხელია ლურჯების კაპიტნის ბუნებრივი მემკვიდრე იქნება კლუბში. მაგრამ ბიჭის ასაკისა და ადაპტაციის პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც მას აუცილებლად დასჭირდება სერია A-ს დონეზე თამაშისას, ლუჩანო სპალეტიმ შესაძლოა, ეს პოზიცია დაუთმოს უფრო სანდო ვარიანტს, ყოველ შემთხვევაში სეზონის დასაწყისში, სანამ ხვიჩა საჭირო გამოცდილებას მიიღებს და ფრატამაჯორელი ფორვარდი მან შეცვალოს. 

კვარაცხელია, რა თქმა უნდა, ძალიან ნიჭიერი და პერქსპექტიულია და ის გუნდის მომავალია, მაგრამ იტალიაში თამაში განსხვავებულია და მას გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ კლუბში სრული დატვირთვით ვიხილავთ. ინსინიე უკვე ფიქრებით ტორონტოშია, მაგრამ მისი შემცვლელი უკვე იმყოფება სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ჩაკი ლოსანო. ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ის იტვირთებს მანიფიკოს როლს. ერთადერთი ვარიანტია, რომ ლოსანოს სანაცვლოდ კლუბმა ისეთი შეთავაზება მიიღოს, რომ ნაპოლის ხელმძღვანელობამ უარის თქმა ვეღარ გაბედოს". 

შეგახსენებთ, რომ გუნდის კაპიტანი ლორენცო ინსინიე 2010 წლიდან ნაპოლიში თამაშობს. 30 წლის შემტევი სეზონის ბოლოს ნაპოლის ტოვებს და MLS-ში მიდის სათამაშოდ. 26 წლის მექსიკელი ირვინ ლოსანო ნაპოლიში ძირითადად საპირისპირო, მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები