Thumbnail

პირველი მარცხი ნოკაუტით - ფერგიუსონი მაიკლ ჩენდლერმა გათიშა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტონი ფერგიუსონი ნოკაუტით პირველად დამარცხდა
  • მაიკლ ჩენდლერის მორიგი საოცარი ბრძოლა UFC-ის ოქტაგონზე

დღეს, არიზონაში, ტონი ფერგიუსონმა ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, თუმცა კარიერაში პირველად - ნოკაუტით. ამერიკელმა, თანამემამულე მაიკლ ჩენდლერთან წააგო, რომელმაც ორგანიზაციის სახელით მეოთხე ბრძოლა ჩაატარა.

ფერგიუსონი, ყველასთვის მოულოდნელად პირველ რაუნდში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ჩენდლერის დაგდებაც შეძლო. რაუნდის მეორე ნახევარში, ბელატორის ყოფილმა ჩემპიონმა ბრძოლა პარტერში გადაიყვანა, თუმცა ტონიმ ზიანი მიყენება იქაც განაგრძო.

მეორე რაუნდის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ჩენდლერმა ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ნოკაუტი დააფიქსირა - ჰენრი ჰუფტის მოწაფემ, მარჯვენა გაშლილი ფეხით ტონი ფერგიუსონი საშინლად გათიშა.

"ამაზე არც მივარჯიშია..." - ამბობდა ჩენდლერი ბრძოლის შემდეგ. "გაშლილი ხელებით დგომი დავინახე და ბევრი არც მიფიქრია". მაიკლ ჩენდლერმა, ჯო როგანთან ინტერვიუში ან ჩარლზ ოლივეირასთან რემატჩი, ან კონორ მაკგრეგორთან ნახევრად-საშუალო წონაში ჩხუბი მოითხოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები