Thumbnail

'უნდა დავფიქრდე' - კონორ მაკგრეგორი ისევ ტიტულზე იჩხუბებს?

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • გეიჯისთან მოგების შემდეგ ოლივეირამ კონორი გამოიწვია
  • მაკრეგორმა ძალიან სწრაფად უპასუხა და განაცხადა, რომ დაფიქრდება

ჩარლზ ოლივეირამ ჯასტინ გეიჯის პირველივე რაუნდში დანებებით მოუგო და ოქტაგონზე მიცემულ ინტერვიუში, ფაქტობრივად, კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. ირლანდიელს პასუხის გასაცემად დიდი დრო არ დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ბრაზლიელი საჩემპიონო პრეტენდენტთა შორის მყოფი სპორტსმენებიდან ერთადერთია, რომელმაც სატიტულო ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. 

ბრაზილიელმა მ UFC-ის მსუბუქი წონის ქამარი ამერიკელთან ბრძოლის წინა აწონებზე დაკარგა - ბრაზილიელმა ნორმაზე 200 გრამით მეტი დააფიქსირა, 1 საათში კი დაკლება ვერ მოახერხა. ამიტომ, ჩავლილი ჩხუბი სატიტულო მხოლოდ გეიჯისთვის იყო, ჯასტინმა ვერ მოიგო, ქამარზე ისევ ჩალზი იბრძოლებს. 

ოლივეირას მაკგრეგორთან ბრძოლის სპორტული მოტივაცია, ალბათ, ნაკლებად გააჩნია. ბრაზილიელი კარიერის საუკეთესო ფორმაშია, ზედიზედ მე-11 ჩხუბი მოიგო. კონორს UFC-ში გატარებული 9 წლის მანძილზე სულ 10 ბრძოლა აქვს მოგებული და კარიერის საუკეთესო პერიოდიც არ უდგას. ამ ოლივეირასთვის ეს კონორი მარტივი ნადავლი იქნება, თუმცა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მთავარი ბრძოლიდან მიღებული ჰონორარია. თუ ჩარლზმა მაკრეგორთან ჩხუბი მოახერხა, იმდენი თანხის გამომუშავებას შეძლებს, რაც კარიერაში ჯამში არ მიუღია. როგორც ჩანს, ამ მატჩის კატეგორიული წინააღმდეგი არც მაკგრეგორია. 

"არ ვარ დარწმუნებული, რომ წონის დაკლება მინდა. მომწონს, როცა მაცივარივით გამოვიყურები. ვგრძნობ, რომ საკუთარ გაბარიტებში ჩხუბი მსურს, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ეს ყველაფერი ვნახო. 

მაგრამ, ბრაზილიელთან შეხვედრას 100%-ით ვისურვებდი. მიყვარს ეს ქვეყანა, ბრაზილიელების წინააღმდეგ დაუმარცხებელი ვარ, ყოველთვის ნოკაუტით ვუგებ ხოლმე. მოკლედ, ამ საკითხზე უნდა დავფიქრდე," - დაწერა ირლანდიელმა ტვიტერზე. 

მაკგრეგორმა კარიერაში ორ ბრაზილიელს ეჩხუბა - დიეგუ ბრანდაუსა და ჟოზე ალდოს. ორივე მათგანი პირველ რაუნდში დაანოკაუტა, ალდოს დასამარცხებლად, საერთოდ 13 წამი დასჭირდა. ოლივეირასთან კი ამისი შანსი, ნაკლებად ექნება, მაგრამ კონორია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩარლზისთვის კი ეს იდეალური სცენარი იქნება - ქამრის დაბრუნებისა და დიდი ფულის შოვნის კარგი შანსი ექნება. ცხადია, ისლამ მახაჩევთან ბრძოლას, დასტინ პორიეს მიერ ორჯერ დანაძინებ კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი ჯობს. კონორის ძველი სურვილი რომ გავიხსენოთ, იგივე კამარუ უსმანთან დაპირისპირებას, ოლივეირასთან მახრჩობელა ილეთით წაგების პერსპექტივაც ჯობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები