Thumbnail

'იცით, რას ვუზამდი?' - შაკიმ NBA-ის უძვირფასეს ცენტრზე იხუმრა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ო'ნილმა რუდი გობერის შესახებ სპაის ადამსთან ერთად პოდკასტში ისაუბრა
  • 'დიდი უკანალი ფარქვეშ უნდა შეატანინო, იდაყვი აჩვენო და ახტე'

NBA-ის ლეგენდა შაკილ ო’ნილმა პოდკასტში ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი (35 მლნ $ წლიურად) ცენტრი რუდი გობერის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც თანაწამყვანმა Spice Adams-მა ამერიკელს უთხრა, რომ ფრანგი მას 12 ქულის ჩაგდების საშუალებას არ მისცემდა. 

"12 ქულასაც არ ჩამაგდებინებდა? კი, პირველ 3 წუთში. ახლა მომისმინე მეგობარო, რაღაცას გეტყვი. თუ ვინმე ერთი-ერთზე მიყვანს, ეს ჩემს რელიგიურ გრძნობებს ეხება და პირად შეურაცხყოფად ვიღებ. შეტევაში ყოფნისას, პირველ რიგში ყოველთვის იმას ვუყურებდი, თუ რას იზამდა მცველი. თუ სპაის ადამსის წინააღმდეგ მოთამაშე კალათბურთელი ჩემი მეტოქის დასაზღვევად გადმოდიოდა, ეს კარგი იყო, რადგან სპაისი თავისუფალი რჩებოდა. მაგრამ, თუ არავინ გადმოვიდოდა, ამას უპატივცემულობად ვთვლიდი. 

იცი რას ვუზამდი რუდი გობერს? ის ბლოკებში კარგია, ეს ნიშნავს, რომ კალათში ეგრევე არ უნდა ისროლო. მისი დიდი უკანალი ფარქვეშ უნდა შეატანინო, იდაყვი აჩვენო, რათა შეეშინდეს და მერე უბრალოდ ახტე," - თქვა შაკიმ. 

29 წლის რუდი გობერი 2021-2022 წლების რეგულარულ სეზონში, მატჩშ საშუალოდ 15,6 ქულასა და 14,7 მოხსნას აგროვებდა. პლეი ოფებში ფრანგის შედეგიანობა 12 ქულასა და 13,2 მოხსნამდე ჩამოვიდა. გობერი NBA-ის დღევანდე ცენტრებს შორის ყველაზე მეტ ხელფასს იღებს, მათ შორის გასული სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩზე მეტსაც.

კომენტარები

ბოლო ამბები