Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გალა-საღამოზე დააჯილდოვეს
  • გიორგი შერმადინის გუნდს დღეს ტურნირის ფინალი ელის

ესპანური ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

შერმადინის გარდა, საუკეთესოთა შორის ჯო რაგლანდი და კრის ჯონსონი (ორივე – ჰაპოელ ჰოლონი), ჯონა რადებო (ლუდვიგსბურგი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) შეიყვანეს.

ეს უკანასკნელი სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა, საუკეთესო მწვრთნელად პედრო მარტინესი (მანრესა) აღიარეს, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი კი ჯორდანო ბორტოლანი (ტრევიზო) გახდა.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ხუთეული

სიმბოლური ხუთეულის დაკომპლექტებაში მონაწილეობა ფანებმა, მასმედიის წარმომადგენლებმა და მწვრთნელებმა მიიღეს და სასიხარულოა, რომ ცენტრის პოზიციაზე საუკეთესოდ მათ შერმადინი აღიარეს, რომელიც გალა-საღამოზე დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს და დღეს მისი ტენერიფე ესპანურსავე მანრესას დაუპირისპირდება.

ტენერიფელები ფინალში მას შემდეგ აღმოჩდნენ, რაც ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ ჰაპოელ ჰოლონს 78:71 სძლიეს, შერმადინმა კი 22 წუთში 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები