Thumbnail

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულებულ მსოფლიო თასზე მე-6 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების ღირსებას სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე იცავდნენ და მათ საწყის ეტაპზე ბელგია იოლად (45:24) დაამარცხეს, შემდეგ დრამატულ ბრძოლაში ირანს 45:44 სძლიეს, მეოთხედფინალში კი, სამწუხაროდ, უნგრეთის უძლიერეს ნაკრებთან 23:45 წააგეს.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მადრიდში

ამგვარად, ქართველი მოფარიკავეებმა მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა განაგრძეს და აშშ-სთან 45:39 მოიგეს, რასაც საფრანგეთთან წაგება (36:45) მოჰყვა. შედეგად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასის მონაწილე 26 ნაკრებს შორის მე-6 პოზიცია ერგო, რაც წარმატებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო თასზე ინდივიდუალური ჯილდოები გათამაშდა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები