- სანდრო ბაზაძეს ევროპელ მოფარიკავეთა შორის პირველი შედეგი აქვს
- ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე მე-6 ადგილი დაიკავეს
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე დაბრუნდა და ამასთან, ევროპელებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) კლასიფიკაცია მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ განაახლა, სადაც ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

ახალ რეიტინგში სანდროს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთკორეელებს – სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება, ამასთან უკან მოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ ზილაგი (166).
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასში 1/32 ფინალიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივიდა. მან ელი დერშვიცი (აშშ) – 15:10, ფარეს ფერჯანი (ტუნისი) – 15:11, ვილიამ დეარი (დიდი ბრიტანეთი) – 15:6 და კოლინ ჰიჩკოკი (გერმანია) – 15:14 დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელ ლუკა კურატოლისთან 14:15 წააგო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ოქროს მედლის მფლობელი ხსენებული სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი გახდა.
კომენტარები