Thumbnail

U15 | უეფას განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველო 3:1 ლიბანი
  • გოლები: 1:0 დანელია (35), 2:0 დანელია (39), 2:1 ასაფი (41), 3:1 წულაია (50)

საქართველოს 15-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა და ლიბანელი თანატოლები 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და ორივე გოლი დინამო თბილისის ნახევარმცველის რეზი დანელიას აქტივშია. ლიბანელებმა შესვენებამდე მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ ლუკა წულაიამ 50-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი განვითარების თასზე კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს. 10 მაისს - მოლდოვას, ხოლო 12 მაისს მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება.

საქართველო 3:1 ლიბანი

გოლები: 1:0 დანელია (35), 2:0 დანელია (39), 2:1 ასაფი (41), 3:1 წულაია (50)

საქართველო: ბახუტიშვილი, ამისულაშვილი, გლუნჩაძე, ხარებაშვილი, სურგულაძე (79. კუპატაძე), წულაია, დანელია (65. ვიბლიანი), გვასალია (79. ჩიქოვანი), ქუთათელაძე (45. ელისაშვილი), ხოროიშვილი (65. გვაზავა), გულიაშვილი (45. მჟავანაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები