Thumbnail

CS:GO | წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი PGL MAJOR ANTWERP იწყება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

PGL Major Stockholm-იდან ექვსი თვის შემდეგ, CS:GO-ს სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრუნდება, რომელიც ბელგიაში ჩატარდება. მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ჩემპიონობის მოსაპოვებლად დიდი ცეცხლის დანთებას გვპირდებიან.

ჩემპიონატი სამ ეტაპად დაიყოფა, რომელიც Challengers, Legends და Champions ფორმატებს მოიცავს. ტურნირი სტარტს 9 მაისს აიღებს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ღონისძიება მაყურებლების თანხლებით ჩატარდება. ტურნირის დასკვნითი ეტაპი ანტვერპენის სპორტპალეის არენაზე ათასობით გულშემატკივრის თვალწინ შედგება, ეს ფაქტი კი ჩემპიონატს დამატებით ხიბლს სძენს. 

ანტვერპენის სპორტპალეის არენა დაახლოებით 23 000 მაყურებელს იტევს

PGL Major Antwerp-ის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი გუნდი 500 000-ს მიიღებს, მაგრამ აქ გამარჯვება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სოლიდური თანხის მიღება. Major-ის მოგება CS:GO-ს ისტორიაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გულისხმობს.

ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაციების ყურება YouTube-ის, Twitch-ისა და Steam-ის პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები