Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდი მომდევნო სეზონიდან მანჩესტერ სიტიში ითამაშებს
  • 21 წლის ნორვეგიელის ტრანსფერი მიმდინარე კვირაში დადასტურდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ერლინგ ჰაალანდი მომდევნო სეზონიდან მანჩესტერ სიტიში ითამაშებს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანომ საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ნორვეგიელმა ფეხბურთელმა დღეს მანჩესტერ სიტიში სამედიცინო შემოწმება გაიარა და უკვე სიტის ფეხბურთელია. ერლინგი დორტმუნდში დაბრუნდა, სადაც მიმდინარე სეზონს დაასრულებს.

ტრანსფერი ოფიციალურად მიმდინარე კვირაში დადასტურდება. რომანო წერს, რომ ეს თავად ფეხბურთელის სურვილი იყო, რათა დორტმუნდის გულშემატკივრებს საუკეთესოდ დაემშვიდობოს, რადგან გერმანული გუნდის ფანები მას ყოველთვის იდეალურად ექცეოდნენ.

მანჩესტერ სიტი ჰაალანდის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის - თანხის იმ ოდენობას, რომელიც მითითებულია კონტრაქტში, როგორც ფეხბურთელის განმათავისუფლებელი პუნქტი. 21 წლის შემტევის ხელფასი კვირაში დაახლოებით 375 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, იმდენი, რამდენსაც კევინ დე ბრუინი გამოიმუშავებს, კონტრაქტს კი 2027-წლამდე გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდს 2020 წლის ზამთარში ავსტრიული ზალცბურგიდან შეუერთდა და მას შემდეგ 88 შეხვედრაში 85 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები