Thumbnail
  • 'მადლობა ყველას, ჰალში თავი ისე მაგრძნობინეთ, როგორც საკუთარ სახლში'
  • ინგლისური კლუბის ქართველმა მწვრთნელმა ჩემპიონშიპის სეზონი შეაფასა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ინგლისური ჰალის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჩემპიონშიპის სეზონი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ შოთას გუნდმა 46 ტურში 51 ქულა მოაგროვა და 24-გუნდიან ლიგაში მე-19 პოზიცია დაიკავა, ამდენად, აღნიშნულ დონეზე ადგილის შენარჩუნება მოახერხა. 

შოთა არველაძე: “განსხვავებული სეზონი იყო აღმასვლებითა და ჩავარდნებით, თუმცა, მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ეს, დიდებული გრძნობაა. როგორც კლუბს, სურვილი გვაქვს განვვითარდეთ, შემადგენლობა გავაუმჯობესოთ და ჩვენსავე შეცდომებზე ვისწავლოთ. პირადად ამ სეზონში ბევრი რამ ვისწავლე და ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი. ბიჭებით ვამაყობ და იმედი მაქვს, მალე მივიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. მადლობა ყველას იმისთვის, რომ აქ თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში. მადლობა ჩვენს ქომაგებს წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. გპირდებით, რომ მომავალ სეზონში უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ახლა კი, მსურს გარკვეული დრო ჩემს ოჯახსაც დავუთმო”.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის შოთა არველაძე ინგლისურ კლუბში მიმდინარე წლის იანვრის მიწურულს დაინიშნა, როდესაც 2.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. შოთას მთავარ ამოცანად ჩემპიონშიპში დარჩენა დაუსახეს, რაც მიღწეულ იქნა. არველაძის ხელმძღვანელობით ჰალმა 19 მატჩი ჩაატარა და ასეთი სტატისტიკა ჰქონდა: 6 მოგება, 4 ფრე, 9 წაგება.

It’s been a very different season with ups and downs, but we achieved our goal and that’s a great feeling. As a club we...

Posted by Shota Arveladze on Tuesday, May 10, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები