Thumbnail
  • სადიო მანეს ახალი გამოწვევები და კარიერის გაგრძელება ლა ლიგაში სურს
  • სენეგალელის აზრით, ბარსაში თამაში 'ოქროს ბურთის' მოგების შანსებს ზრდის
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სადიო მანე მზადაა, კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს. აფრიკელ სუპერვარსკვავს ახალი გამოწვევა სურს და მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ლა ლიგაში თამაშია. გარდა ამისა, მის მიმართ ინტერესს თავად კატალონიური გუნდიც გამოხატავს.

ესპანური მედიის თანახმად, მანე ფიქრობს, რომ ბარსელონაში გადასვლა "ოქროს ბურთის" მოგებისთვის სწორი ნაბიჯი იქნება. იგი ყველაზე ახლოს "ოქროს ბურთთან" 2019 წელს იყო, როდესაც ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ინდივიდუალური ჯილდოს გამოკითხვაში მე-4 ადგილი დაიკავა.

30 წლის შემტევს "მერსისაიდულ" კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლივეპრულის პრიორიტეტი მოჰამედ სალაჰის ახალი კონტრაქტი და ეგვიპტელის შენარჩუნებაა. ეს სენეგალენს არ მოსწონს და სწორედ ამიტომ, ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი ინგლისურ კლუბსა და მანეს შორის გართულდა.

მანე "ოქროს ბურთს" მოგებასთან ყველაზე ახლოს 2019 წელს იყო

ბარსელონას ვარიანტის გარდა გაჩნდა ინფომრაცია, რომ სადიო მანეს დამატებით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება. "რეკორდმაისტერს" მისი სეზონის ბოლოს დამატება, თუმცა ამ დროისთვის მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი რობერტ ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტია, რომლის შეძენითად ბარსელონა ინტერესდება.

სადიო მანე ლივერპულში 2016 წელს საუთჰემპტონიდან გადავიდა და ამ დროის განმავლობაში კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სენეგალელ შემტევს 32 მატჩი დაუგროვდა, სადაც თავი 14 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები