Thumbnail

ლიონელ მესი საუდის არაბეთის სახე ხდება - შარშან ამაზე რონალდომ უარი თქვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის არგენტინელი სუპერვარსკვლავი საუდის არაბეთის ამბასადორი ხდება
  • 34 წლის ფეხბურთელი პრეზენტაციაში მონაწილოებისთვის ქვეყანას ესტუმრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ლიონელ მესი საუდის არაბეთის ამბასადორი ხდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელი საუდის არაბეთს უკვე ესტუმრა, რათა დაესწროს ღონისძიებას, რომელიც მისი, როგორც ქვეყნის ტურისტული ელჩის პრეზენტაციას მიეძღვნება. ლეო ქალაქ ჯიდაში თანაგუნდელ ლეანდრო პარედესთან ერთად ჩავიდა.

საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ-ხატები არგენტინელი სუპერვარსკლავის ვიზიტს ასე გამოეხმაურა: 

"მივესალმები საუდის არაბეთში მესის სტუმრობას. მოხარული ვარ, რომ ახლოდან გაიცნობთ წითელი ზღვის განძს, ეწვევით Jeddah Season-ს და შეიტყობთ ჩვენი უძველესი ისტორიის შესახებ. ეს ჩვენს ქვეყანაში ლიონელის პირველი ვიზიტი არ არის და ის არც უკანასკნელი იქნება". 

ლიონელ მესი პარიზულ კლუბში ბარსელონადან გადავიდა

Jeddah Season ტურისტული ფესტივალია, რომელიც საუდის არაბეთში მაის-ივნისში ტარდება. მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 800 ღონისძიება იმართება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში, მანჩესტერ იუნაიტედის თავდამხმელმა კრიშტიანო რონალდომ უარი თქვა საუდის არაბეთის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე, რაშიც მას წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. 

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავს. არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელმაც ლიგა 1-ის 24 მატჩში 4 გოლი და 13 საგოლე პასი მიითვალა, საფრანგეთის ჩემპიონობა ვადამდე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები