- გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარე გახდა
- ტურის საუკეთესო 'სეივიც' ქართველმა მეკარემ შეასრულა
- 'დრომ სიმართლე გამოაჩინა' - ბორდალასმა მამარდაშვილზე ისაუბრა
გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს!
21 წლის ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ "მამარდა" ტურის საუკეთესო მეკარედ უკვე მეორედ დასახელდა. მანამდე ეს პირველივე ტურში მოხდა, როდესაც ხეტაფესთან (1:0) ითამაშა შესანიშნავად.
ლა ლიგამ 35-ე ტურის საუკეთესო 5 მოგერიებაც დაასახელა და პირველი პოზიცია გიორგის ერგო, რომლის "სეივი" ინიაკი უილიამსის დარტყმაზე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს. ვალენსიამ ქართველი კიპერის უნაკლო თამაშით "სან მამესზე" ბილბაოსთან ქულა მოიპოვა (0:0), გიორგიმ თავისი გუნდი 5-ჯერ გადაარჩინა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას გასულ ზაფხულს დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და პრესეზონის დროს კარგი თამაშით თავის გამოჩენა მოახერხა. მან სეზონის სტარტზეც ზედიზედ 6 თამაში ჩაატარა, თუმცა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სექტემბრიდან თებერვლამდე უთამაშებელი იყო. მიუხედავად ამისა, გიორგიმ სასტარტოში ადგილი დაიბრუნა. მან ყველა ტურნირზე უკვე 20 თამაში ჩაატარა, 9-ჯერ კარი მშრალი შეინახა და მხოლოდ 19 გოლი გაუშვა.
ვალენსიამ მამარდაშვილი 2021 წლის 31 დეკემბერს, გამოისყიდა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გიორგი ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 3-ჯერ დაასახელა (მათ შორის ბოლო ორ ტურში ზედიზედ), ტურის საუკეთესო მეკარედ კი, როგორც უკვე ვთქვით, მეორედ დასახელდა.
კომენტარები