Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი და დორმტუნდის ბორუსიამ ჰაალანდის ტრანსფერზე შეთახმდნენ
  • 21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ინგლისურ კლუბს 1 ივლისიდან შეუერთდება

მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურ საიტზე დორტმუნდის ბორუსიას და ნორვეგიის ნაკრების თავდამხმელის ერლინგ ჰაალანდის ტრანფერის შესახებ გამოაცხადა. 

ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერის თაობაზე დორტმუნდთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. შესაბამისად, ნორვეგიელი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის 2022 წლის 1 ივლისს შეუერთდება და მის ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს.

სიტი დორტმუნდს 75 მილიონ ევროს გადაუხდის - სწორედ ეს პირგასამტეხლო თანხა იყო მითითებული ჰაალანდის გერმანულ კლუბთან კონტრაქტში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ერლინგის კონტრაქტი სიტისთან 5-წლიანი იქნება, რომელშიც ხელფასად დაახლოებით კვირაში 375 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება გათვალისწინებული.
  
შეგახსენებთ, რომ ჰაალანდი დორტუნდში 2020 წლის დასაწყისში, ზალცბურგიდან გადავიდა. გერმანულ კლუბს ეს ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა. ნორვეგიელმა დორტმუნდში ჩატარებულ 88 მატჩში 85 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი მიითვალა. 

მანჩესტერ სიტი, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის, ინგლისის პრემიერლიგის 35 მატჩში 86 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები