Thumbnail

კალაშნიკოვა ნახევარფინალში ითამაშებს - გამარჯვება სამ სეტში ფრანგებთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/კატო 6:2, 6:1 ჟაკემო/იანიჩიევიჩი
  • ქართველ ჩოგბურთელს პარიზში ტიტულამდე ორი მოგება აშორებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 115 000 დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გავიდა.

კალაშნიკოვა და იაპონელი მიიუ კატო Trophee Lagardere-ს მეოთხედფინალში ფრანგებს ელსა ჟაკემოსა და სელენა იანიჩიევიჩს გაეჯიბრნენ და 6:4, 4:6, 10:5 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი და იაპონელი ჩოგბურთელები პარიზულ ტურნირში მე-2 განთესვით ჩაებნენ და პირველ წრეში კიდევ ერთ ფრანგულ წყვილს (მარინ პარტო-ლუსი ვარნიე) გაცილებით იოლად მოუგეს – 6:2, 6:1.

თუ ვის შეხვდებიან კალაშნიკოვა და კატო ნახევარფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ჩეხები ფრუჰვირტოვა და ვორაცოვა რუსებს – კალინსკაიასა და პოტაპოვას შეხვდებიან.

ცნობისთვის, პარიზის ტურნირის გამარჯვებულები 4 032 ევროსა და 160 ქულას გამოიმუშავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები