Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 14:13 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე სანდრო ადეიშვილმა შეტევის ცენტრალური ზონიდან გაიტანა. 

დინამოელთა რიგებში ყველაზე მეტი გოლი - 4 - იოვან სარიჩის ანგარიშზეა, დუშან ვაშიჩმა და კი ბერძნების კარში 3 გოლი გაიტანა. დინამო თავიდანვე დაწინაურდა და ტაიმი 3-ბურთიანი სხვაობით მოიგო - 9:6. ბოლო ორ მეოთხედში სტუმრებმა უკეთ ითამაშეს, მაგრამ ბოლო დარტყმა გოლით ვერ დააგვირგვინეს - 5 წამით ადრე ფუნტულისის დარტყმა იმნაიშვილმა დაბლოკა და მეკარემდე არ მიუშვა. 

დინამო თბილისმა 14-დან 2 მატჩი მოიგო და 12 წააგო, ჯგუფი კი ბოლო, მე-8 პოზიციაზე დაასრულა 6 ქულით. 

შეგახსენებთ, რომ დინამო ზედიზედ მესამე სეზონი მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე. პირველ სეზონში 1 მატჩი მოიგო (მარსელთან), შარშანდელ სეზონში - 2 (ორივე იადრანთან), ახლაც ორი (იადრანთან და ოლიმპიაკოსთან). მოკლედ, ეს გამარჯვება ლიგის ისტორიაში დინამოსთის მეხუთეა (აქედან 3-ჯერ იადრანთან). 

დინამო თბილისი 14:13 ოლიმპიაკოსი პირეოსი

დინამო თბილისი: შუბლაძე, ქავთარაძე, მესხი (1), ძიხწიარენკა, ბითაძე (1), იელაჩა (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (4), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ვაშიჩი (3), ტყეშელაშვილი (1).

კომენტარები

ბოლო ამბები